2. ეს ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს ფრინველის ხორცის მარკეტინგთან დაკავშირებული რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.

3. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისობას  უზრუნველყოფს ბიზნესოპერატორი.

4. ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური), კომპეტენციის ფარგლებშ