2. გარდა იმისა, რომ უნდა შეესაბამებოდეს „ტექნიკური რეგლამენტის – მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ დადგენილების მოთხოვნებს, საბოლოო მომხმარებლისთვის განკუთვნილი ფრინველის ხორცის ეტიკეტირება, წარდგენა და რეკლამირება უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ დამატებით მოთხოვნებს.
3. ახალი ფრინველის ხორცის შემთხვევაში, მითითებული უნდა იქნეს „გამოიყენება...მდე“ ვადა „ტექნიკური რეგლამენტის – მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ 23-ე მუხლის შესაბამისად.
4. დაფასოებული ფრინველის ხორცის შემთხვევაში, პროდუქტზე ან თანდართულ ეტიკეტზე ასევე მითითებული უნდა იქნეს შემდეგი მახასიათებლები:
ა) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლით განსაზღვრული კატეგორია;
ბ) პირობები (ახალი, გაყინული, სწრაფად გაყინული), რომელშიც ფრინველის ხორცის მარკეტინგი ხორციელდება და შენახვის რეკომენდებული ტემპერატურა;
გ) სასაკლაოს ან დამჭრელი საამქროს აღიარების ნომერი, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ჭრა და ხორციდან ძვლის მოცილება ხდება რეალიზაციის ადგილზე;
დ) იმპორტირებულ ფრინველის ხორცზე – წარმოშობის ქვეყანა.
5. დაუფასოებელი ფრინველის ხორცის გასაყიდად წარდგენისას, გარდა ისეთი შემთხვევისა, როცა დაჭრა და ხორცის ძვლისგან მოცილება ხდება რეალიზაციის ადგილას, იმ პირობით, რომ ასეთი ჭრა და ხორცის ძვლისგან მოცილება ხორციელდება მომხმარებლის მოთხოვნითა და თანდასწრებით, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს „ტექნიკური რეგლამენტი – მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ 31-ე მუხლი.
6. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტისა და ამ მუხლის მე-2-მე-5 პუნქტების გაუთვალისწინებლად, არ არის აუცილებელი ფრინველის ხორცის კატეგორიზაცია ან ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული დამატებითი მონაცემების მითითება დამჭრელ ან გადამამუშავებელ საწარმოში მიწოდების შემთხვევაშ