ა) ნაწილობრივ გამოშიგნული;
ბ) შიგნეულით;
გ) შიგნეულის გარეშე (შეიძლება დამატებული იქნეს სიტყვა „გამოშიგნული“).
2. ნაწილობრივ გამოშიგნულია ტანხორცი, რომლიდანაც გული, ღვიძლი, ფილტვები, კუჭი, ჩიჩახვი და თირკმელი არ არის ამოღებული.
3. ყველა ტანხორცის წარდგენისთვის, თუ თავი არ არის მოჭრილი, ტრაქეა, საყლაპავი და ჩიჩახვი შეიძლება დარჩეს ტანხორცში.
4. შიგნეული უნდა მოიცავდეს მხოლოდ შემდეგს: გული, კისერი, კუჭი და ღვიძლი და ყველა სხვა ნაწილი, რომელიც ითვლება საკვებად ვარგისად ბაზრის მიერ, სადაც პროდუქტი გამიზნულია საბოლოო მოხმარებისთვის. ღვიძლი უნდა იყოს ნაღვლის ბუშტის გარეშე. კუჭი უნდა იყოს რქოვანი მემბრანისა და შიგთავსის გარეშე. გული შესაძლოა იყოს პერიკარდიუმის პერანგის გარეშე. თუ კისერი რჩება ტანხორცზე, ის არ ითვლება როგორც შიგნეული. თუ ამ ოთხი ორგანოდან ერთ-ერთი ჩვეულებრივ არ შედის გასაყიდ ტანხორცში, მაშინ მისი არარსებობა მითითებული უნდა იყოს ეტიკეტზე.
5. ფრინველის ხორცი მარკეტინგისას უნდა აკმაყოფილებდეს „ტექნიკური რეგლამენტი – მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ განსაზღვრულ მოთხოვნებს და ქვემოთ განსაზღვრული მაჩვენებლები წარმოდგენილი უნდა იყოს თანდართულ დოკუმენტებში აღნიშნული დადგენილების მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში:
ა) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლით განსაზღვრული კატეგორია;
ბ) პირობები (ახალი, გაყინული, სწრაფად გაყინული), რომელშიც ფრინველის ხორცის მარკეტინგი განხორციელდა და შენახვის რეკომენდებული ტემპერატურ