ა) უცვლელი, წარდგენის გათვალისწინებით;
ბ) სუფთა, ნებისმიერი ხილული უცხო სხეულის, ჭუჭყის ან სისხლის გარეშე;
გ) უცხო სუნის გარეშე;
დ) ხილული, სისხლის ლაქების გარეშე, გარდა პატარა და შეუმჩნეველი ლაქებისა;
ე) გამოშვერილი, გატეხილი ძვლების გარეშე;
ვ) მძიმე ტრავმების გარეშე.
2. ახალი ფრინველის ხორცს არ უნდა ჰქონდეს ადრინდელი გაციების ნაკვალევი.
3. იმისთვის, რომ კლასიფიცირებული იყოს, როგორც „ა“ კატეგორიის, ფრინველის ტანხორცი და ნაჭრები დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) უნდა იყოს კარგი სტრუქტურის. ხორცი უნდა იყოს გლუვი, მკერდი კარგად განვითარებული, განიერი, გრძელი და ხორციანი, და კიდურებიც უნდა იყოს ხორციანი. ქათმის, ახალგაზრდა იხვისა ან ჭუჭულის და ინდაურის მკერდზე, ზურგსა და ბარძაყებზე უნდა იყოს თხელი ცხიმის ფენა. მამალზე, ქათამზე, იხვსა და ახალგაზრდა ბატზე დასაშვებია ცხიმის უფრო სქელი ფენა. ბატს უნდა ჰქონდეს ზომიერიდან სქელამდე სისქის ცხიმის ფენა მთელ ტანხორცზე;
ბ) რამდენიმე პატარა ბუმბული, ბუბულის ბუდე და ღინღლი (filoplumes) შესაძლოა იყოს მკერდზე, კიდურზე, ზურგზე, ფეხის სახსრებზე და ფრთების კიდეებზე. მოსახარში ფრინველის, იხვის, ინდაურის და ბატის შემთხვევაში შესაძლოა, ცოტაოდენი ასევე იყოს სხვა ნაწილებზეც;
გ) გარკვეული დაზიანება, ტრავმა და ფერის შეცვლა დაშვებულია, თუ ის პატარა და შეუმჩნეველია და არ არის მკერდზე ან კიდურებზე. შეიძლება არ ჰქონდეს ფრთის წვერი, მისი არსებობის შემთხვევაში კი დასაშვებია ოდნავი სიწითლე და ფოლიკულები;
დ) გაყინული ან სწრაფად გაყინული ფრინველის შემთხვევაში არ უნდა იყოს მოყინვის ნაკვალევი, გარდა ისეთი ნაკვალევისა, რომელიც დამახასიათებელია, პატარა და შეუმჩნეველია და არ არის წარმოდგენილი მკერდზე ან კიდურებზ