ამ მუხლით განსაზღვრული შესაბამისი გაციების მეთოდი უნდა მიეთითოს ეტიკეტზე „ტექნიკური რეგლამენტის – მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში:
ა) ჰაერით გაციება, იმ შემთხვევაში, თუ ფრინველის ტანხორცის გაციება ხდება ცივი ჰაერით;
ბ) ჰაერის გაფრქვევით გაციება, იმ შემთხვევაში, თუ ფრინველის ტანხორცის გაციება ხდება ცივi წყლის ჭავლით ან წყლის შხეფებით;
გ) ჩაყურსვით (იმერსიით) გაციება, იმ შემთხვევაში, თუ ფრინველის ტანხორცის გაციება ხდება წყლის რეზერვუარში ან ყინულისა და წყლის რეზერვუარში შემხვედრი ნაკადის პროცესის შესაბამისად;
დ) ამ მუხლის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მეთოდები, იმ შემთხვევაში, თუ ფრინველის ტანხორცის გაციება ხდება ამ მუხლის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მეთოდების კომბინაციით.