2. იმპორტირებულ ფრინველის ხორცს შეიძლება ჰქონდეს მითითებული ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების მიხედვით ერთი ან მეტი არჩევითი მაჩვენებელი, თუ მას ახლავს წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმეტი, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იქნეს  ვეტერინარული სერტიფიკატის სახითაც, რომელიც ადასტურებს აღნიშნული პროდუქტების ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებთან შესაბამისობას.

3. იმპორტირებულ ფრინველის ხორცს თან უნდა ახლდეს წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმეტი, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იქნეს  ვეტერინარული სერტიფიკატის სახითაც, რომელიც ადასტურებს აღნიშნული პროდუქტების ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებთან შესაბამისობა