ა) ქათმის გულმკერდის ფილე, ძვლით ან მის გარეშე, კანის გარეშე;

ბ) ქათმის გულმკერდი კანით;

გ) ქათმის ბარძაყები, ბარკლები, კიდურები, კიდურები ზურგის ნაწილით, კიდურების მეოთხედი – კანით;

დ) ინდაურის გულმკერდის ფილე, კანის გარეშე;

ე) ინდაურის გულმკერდის ფილე კანით;

ვ) ინდაურის ბარძაყები, ბარკლები, კიდურები – კანით;

ზ) ინდაურის უძვლო კიდურის ხორცი, კანის გარეშე.

2. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ სასაკლაომ და დამჭრელმა საამქრომ, მიუხედავად იმისა, ისინი მიბმულია თუ არა სასაკლაოზე, მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა, რათა შესაბამისობაში იყოს ამ მუხლის პირველ პუნქტთან და კერძოდ:

ა) შეწოვილ წყალზე რეგულარულად ტარდება შემოწმებები სასაკლაოზე ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, ასევე ქათმის და ინდაურის ტანხორცთან დაკავშირებით, რომელიც გამიზნულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გასაზღვრულ ახალი, გაყინული და სწრაფად გაყინული ნაჭრების წარმოებისთვის. ეს შემოწმებები უნდა განხორციელდეს სულ მცირე ერთხელ თითოეულ რვასაათიან სამუშაო პერიოდში. თუმცა ინდაურის ტანხორცის ჰაერით გაციების შემთხვევაში არ არის აუცილებელი შეწოვილ წყალზე რეგულარული შემოწმებების ჩატარება. ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №7-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული ფიქსირებული ლიმიტის მაჩვენებლები ასევე გამოყენებული უნდა იყოს ინდაურის ტანხორცის მიმართ;

ბ) შემოწმებების შედეგები დაფიქსირებულია და ინახება ერთი წლის განმავლობაში;

გ) თითოეული პარტია ნიშანდებულია ისე, რომ შესაძლებელია მისი წარმოების თარიღის იდენტიფიცირება; პარტიის ნიშანდება წარმოდგენილი უნდა იყოს წარმოების ჩანაწერებში.

3. თუ ქათმის  გაციების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტსა და მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემოწმების შედეგები აჩვენებს ექვსი თვის განმავლობაში ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართებში №4-№7 ჩამოთვლილ კრიტერიუმებთან შესაბამისობას, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემოწმების სიხშირე შეიძლება შემცირდეს და ჩატარდეს თვეში ერთხელ. ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართებში №4-№7 ჩამოთვლილ კრიტერიუმებთან შეუსაბამობა გამოიწვევს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემოწმების გამეორებას.

4. სულ მცირე სამ თვეში ერთხელ უნდა განხორციელდეს ამ მუხლის პირველ პუნქტით განსაზღვრული წყლის შემცველობის შემოწმებები დამჭრელ საამქროში წარმოებული ფრინველის გაყინული ან სწრაფად გაყინული ფრინველის ნაჭრებიდან ნიმუშების აღებით ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №6-ის შესაბამისად. ეს შემოწმებები არ უნდა განხორციელდეს იმ ფრინველის ნაჭრების მიმართ, რომელთან დაკავშირებითაც წარმოდგენილია სააგენტოსთვის დამაკმაყოფილებელი მტკიცებულება, რომ ისინი განკუთვნილია ექსკლუზიურად ექსპორტისთვის.

5. ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №6-ით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის ერთწლიანი პერიოდის შემდეგ დამჭრელ საამქროში გამოკვლევების სიხშირე უნდა შემცირდეს და ჩატარდეს ყოველ ექვს თვეში ერთხელ. ამ კრიტერიუმებთან შეუსაბამობა გამოიწვევს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემოწმებების აღდგენას.

6. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლის მე-4-მე-11 პუნქტები და მე-16 და მე-17 მუხლები უნდა იყოს გამოყენებული ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ფრინველის ნაჭრებთან მიმართებაშ