ა)  მარცვლეულის შემთხვევაში, თუ ის შეადგენს ცხოველის საკვების ფორმულის სულ მცირე 65% -ს წონის მიხედვით, სუქების პერიოდის უმეტესი ნაწილის განმავლობაში, რომელიც შესაძლოა არ მოიცავდეს მარცვლეულის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის 15%-ზე მეტს; მარცვლეულის ერთი კონკრეტული სახეობის მითითებისას, ის უნდა შეადგენდეს გამოყენებული ცხოველის საკვების ფორმულის სულ მცირე 35%-ს და სულ მცირე 50%-ს სიმინდის შემთხვევაში;

ბ) პარკოსნების ან მწვანე ბოსტნეულის შემთხვევაში, თუ ის შეადგენს საკვების ფორმულის სულ მცირე 5%-ს წონის მიხედვით, სუქების პერიოდის უმეტესი ნაწილის განმავლობაში;

გ) რძის ნაწარმის შემთხვევაში, თუ ის შეადგენს საკვების ფორმულის სულ მცირე 5%-ს წონის მიხედვით დამასრულებელი სტადიის განმავლობაში.

2. აღნიშვნა „შვრიით ნაკვები ბატი” შეიძლება გამოყენებული იყოს, თუ  ბატი იღებს სამკვირიანი სტადიის დამასრულებელ პერიოდში არანაკლებ 500 გ შვრიას დღეშ