ა) შინაური ფრინველი (Gallus domesticus):

ა.ა) ქათამი, ბროილერი – ფრინველი, რომელშიც გულმკერდის ძვალი მოქნილია (არ არის გაძვლოვანებული);

ა.ბ) მამალი, დედალი, შემწვარი ან მოხარშული ფრინველი – ფრინველი, რომელშიც გულმკერდის ძვალი გამაგრებულია (გაძვლოვანებული);

ა.გ) კასტრირებული მამალი – მამრობითი სქესის ქირურგიული წესით კასტრირებული ფრინველი სქესობრივ სიმწიფემდე, რომელიც დაკლულია სულ მცირე 140 დღის ასაკში: კასტრაციის შემდეგ იგი უნდა იმყოფებოდეს სუქებაზე სულ მცირე 77 დღის განმავლობაში;

ა.დ) 4-6 კვირის წიწილა – 650 გ-ზე ნაკლები ტანხორცის წიწილა (შიგნეულის, თავის და ფეხების გარეშე); 650-750 გ-მდე წიწილას შეიძლება ეწოდოს „წიწილა”, თუ დაკვლის დროს ასაკი არ აღემატება 28 დღეს;

ა.ე) ყვინჩილა – მამრობითი სქესის წიწილა, რომლის გულმკერდის ძვალი გამაგრებულია, მაგრამ არ არის სრულად გაძლოვანებული და რომლის დაკვლის ასაკია სულ მცირე 90 დღე;

ბ) ინდაური (Meleagris gallopavo dom):

ბ.ა) ახალგაზრდა ინდაური ან ინდაურის ჭუკი – ფრინველი, რომლის გულმკერდის ძვალი მოქნილია (არ არის გაძვლოვანებული);

ბ.ბ) ინდაური – ფრინველი, რომლის გულმკერდის ძვალი გამაგრებულია (გაძვლოვანებულია);

გ) იხვები (Anas platyrhynchos dom., Cairina muschata), Mulard ducks (cairina muschata x Anas platyrhynchos):

გ.ა) ახალგაზრდა იხვი ან ჭუჭული, ახალგაზრდა მუსკუსის იხვი, ახალგაზრდა მულარდის იხვი – ფრინველი, რომლის გულმკერდის ძვალი მოქნილია (არ არის გაძვლოვანებული);

გ.ბ) იხვი მუსკუსის იხვი, მულარდის იხვი – ფრინველი, რომლის გულმკერდის ძვალი გამაგარებულია (გაძვლოვანებული);

დ) ბატი (Anser anser dom.):

დ.ა) ახალგაზრდა ბატი ან ბატის ჭუკი – ფრინველი, რომლის გულმკერდის ძვალი მოქნილია (არ არის გაძვლოვანებული). ცხიმის ფენა მთელ ტანხორცში თხელია ან ზომიერია; ახალგაზრდა ბატის ცხიმს შესაძლოა ჰქონდეს სპეციალური კვების ფერის ინდიკატორი;

დ.ბ) ბატი – ფრინველი, რომლის გულმკერდის ძვალი გამაგრებულია (გაძვლოვანებული); ზომიერიდან სქელამდე ცხიმის ფენა წარმოდგენილია მთელს ტანხორცში;

ე) ციცარი (Numida meleagris domesticus):

ე.ა) ახალგაზრდა ციცარი – ფრინველი, რომლის გულმკერდის ძვალი მოქნილია (არ არის გაძვლოვანებული);

ე.ბ) ციცარი – ფრინველი, რომლის გულმკერდის ძვალი გამაგრებულია (გაძვლოვანებული