წესების მე-4 მუხლით განსაზღვრული ზოგადი პრინციპების გარდა, ფრინველის ბიოწარმოება უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ სპეციფიკურ წესებს:
ა) ფრინველის ფერმა იყოს მყარი კონსტრუქციის, დაფარული თივით, ნახერხით, ქვიშით, ტორფით ან სხვა ბუნებრივი მასალებით. ფართობის საკმარისი ნაწილი განკუთვნილი იყოს მეკვერცხული ქათმებისათვის;
ბ) სხვადასხვა ზომის ფრინველისათვის უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი ადგილები და ქანდარები, შესაბამისი ზომის გასასვლელ/შემოსასვლელი ხვრელებით;
გ) დაუშვებელია ფრინველის გალიებში დამწყვდევა;
დ) ფერმაში მოთავსებული ფრინველის საკვები შედგებოდეს მათი მოთხოვნილებების შესაბამისი უხეში მასისაგან;
ე) ფრინველისათვის, სულ მცირე მათი სიცოცხლის ერთი მესამედის მანძილზე, მისაწვდომი იყოს მცენარეებით დაფარული ღია ტერიტორიები;
ვ) ფრინველს, შესაბამის კლიმატურ პირობებში შეეძლოს ღია სივრცეში გასვლა, მათთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს წყალი;
ზ) წყლის ფრინველი, შესაბამის კლიმატურ პირობებში, უზრუნველყოფილი იყოს ნაკადულით, გუბურით, ტბით ან ხელოვნური წყალსაცავით;
თ)მეკვერცხული ქათმის შემთხვევაში, ნებადართულია დღე გაგრძელებული იქნეს ხელოვნური განათებით. გეოგრაფიული პირობების გათვალისწინებით, განათების გამოყენების მაქსიმალურ პერიოდს ადგენს სერტიფიკაციის ორგანო;
ი) შინაური ფრინველის დაკვლის მინიმალური ასაკია:
ი.ა) ვარია - 81 დღე;
ი.ბ) დაკოდილი მამალი-150 დღე;
ი.გ) პეკინური იხვი - 49 დღე;
ი.დ) დედალი მოსკოვური იხვი - 70 დღე;
ი.ე) მამალი მოსკოვური იხვი - 84 დღე;
ი.ვ) გარეული იხვი - 92 დღე;
ი.ზ) ციცარი - 94 დღე;
ი.თ) ბატი და მამალი ინდაური - 140 დღე;
ი.ი) დედალი ინდაური - 100 დღე;
კ) შესაძლებლობისდაგვარად უნდა იქნეს არიდებული ნისკარტის მოჭრ