1. ღვინის ბიოწარმოებისათვის გამოიყენება ნედლეული, რომელიც მიღებულია ბიომეურნეობიდან.
2. ღვინის ბიოწარმოებისას ცენტრიფუგირებისა და ფილტრაციისათვის (ინერტული მასალის გამოყენებით ან მათ გარეშე) გამოყენებული ფილტრის ფორების ზომა უნდა იყოს არანაკლებ 0,2 მკმ (მიკრომეტრი).
3. ღვინის ბიოწარმოებისათვის თერმული დამუშავების ტემპე-რატურა არ უნდა აღემატებოდეს 70 0 C-ს.
4. ღვინის ბიოწარმოებისათვის დაუშვებელია:
ა) ღვინის ნაწილობრივი კონცენტრირება გაცივებით;
ბ)ღვინის ნაწილობრივი დეალკოჰოლიზაცია;
გ) გოგირდის დიოქსიდის მოცილება ფიზიკური მეთოდით;
დ) დაბალ ტემპერატურაზე ღვინის მდგრადობის შენარჩუნებისათვის ელექტროდიალიზის გამოყენება;
ე) დაბალ ტემპერატურაზე ღვინის მდგრადობის შენარჩუნებისათვის კათიონების შემცვლელების გამოყენება.
5. ბიოწარმოებით მიღებულ ღვინოში გოგირდის დიოქსიდის (SO2, საკვებდანამატი E-220) შემცველობა ნაკლები უნდა იყოს “არაბიო” ღვინოსთან შედარებით.
6. ღვინის ბიოწარმოებისათვის ნებადართული ნივთიერებებისა და საშუალებების ნუსხა მოცემულია დანართი №12-შ