1. ბიოწარმოების/ბიომეურნეობის სერტიფიკაცია ნებაყოფლობითია და ხორციელდება ოპერატორის ინიციატივით.
2. სერტიფიკაციას ექვემდებარება ცოცხალი და გადაუმუშავებელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, სურსათი/ცხოველის საკვები, თესლი დასარგავი მასალა და საფუარი თუ მას იყენებენ სურსათში, ცხოველის საკვებში.
3. სერტიფიკატის გაცემისთვის ინპექტირებას ექვემდებარება ბიოპროდუქტის წარმოება, დამზადება, დასაწყობება და რეალიზაცია.
4. სერტიფიკაციისაგან გათავისუფლებული არიან ის პირები ვინც ახდენენ ბიოპროდუქტის რეალიზაციას იმ პირობით, რომ ისინი არ აწარმოებენ, არ ამზადებენ და არ ასაწყობებენ პროდუქტებს, ასევე თუ ისინი ეწევიან შეფუთული და ეტიკეტირებული/ნიშანდებული პროდუქტის რეალიზაციას.
5. სერტიფიკაციას ახორციელებს აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო.
6. ამ წესების მიზნებისათვის დასაშვებია საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ ბიოწარმოების/ბიომეურნეობის სერტიფიკაცია.
7. სერტიფიკატის გაცემაზე გადაწყვეტილება მიიღება ინსპექტირების შემდეგ.
8. სასოფლო-სამეურნეო ბიოწარმოების სერტიფიკაციის პროცედურა იწყება ნიადაგის, მათ შორის მინდვრებისა და საძოვრების ინსპექტირებით.
9. სერტიფიკაციის ორგანომ უნდა უზრუნველყოს საწარმოს სრული ფიზიკური ინსპექტირება სულ მცირე წელიწადში ერთხელ. ინსპექტირების სრული ანგარიში უნდა მომზადდეს თითოეული დათვალიერების შემდეგ და ხელმოწერილი იქნეს ინსპექტირებული საწარმოს/მეურნეობის პასუხისმგებელი პირისა და ინსპექტირების განმახორციელებელი პირის მიერ. საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს დამატებითი ინსპექტირება გაფრთხილების გარეშე.
10. ინსპექტირებისას ხორციელდება საწარმოს/მეურნეობის დათვალიერება და აღწერა.
11. თუ ოპერატორს ერთსა და იმავე ტერიტორიაზე აქვს „ბიო“ და „არაბიო“ მეურნეობა/საწარმოები, მაშინ ინსპექტირებისას უნდა შემოწმდეს როგორც „ბიო“ასევე „არაბიო“ მეურნეობა/საწარმოები. ერთსა და იმავე მეურნეობა/საწარმოში არ უნდა ხდებოდეს მსგავსი ჯიშების მოყვანა ბიოლოგიური და არაბიოლოგიური მეთოდით.
12. თუ სერტიფიკაციის ორგანო დაუშვებს გამონაკლისს, მან უნდა დააზუსტოს წარმოების ტიპი და პირობები, რომლისთვისაც დაშვებულია გამონაკლისი და ჩაატაროს ისეთი ქმედებები, როგორიცაა:
ა) დამატებითი ინსპექტირება გაფრთხილების გარეშე;
ბ) დამატებითი ინსპექტირება მოსავლის აღების დროს;
გ) დამატებითი მოთხოვნები დოკუმენტებთან დაკავშირებით.
13. მეცხოველეობის ბიოწარმოების შემთხვევაში სერტიფიკაციის ორგანომ შეიძლება დააწესოს შეზღუდვები განსხვავებული სახეობებისათვის.
14. ინსპექტირებისას, სერტიფიკაციის ორგანო დოკუმენტურად შეისწავლის ასევე:
ა) საწარმოებისა და სამეურნეო ნაგებობების გეგმას, ფართობს;
ბ) გამოყენებულ ჯიშებსა და სათესლე მასალას, მათი წარმოშობის წყაროს;
გ) გამოყენებულ ტექნოლოგიას;
დ) გამოყენებულ მცენარეთა დაცვის საშუალებებს და ნიადაგის გასანოყიერებელ საშუალებებს;
ე) ინფორმაციას ცხოველთა გადაადგილების შესახებ;
ვ) ცხოველების მიერ გამოყენებულ საკვებ რაციონს;
ზ) დაავადებათა პროფილაქტიკურ ღონისძიებებსა და თერაპიულ მკურნალობას;
თ) ნებისმიერი შესყიდვების რეგისტრაციას;
ი) ტრანსპორტირებას, დაკვლას, რეალიზაციას.
15. ინსპექტირებისას აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში, სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული უნდა იქნეს რეკომენდაციები-მითითებები სათანადო ღონისძიებების განხორციელების შესახებ, რომელიც ხელმოწერილი იქნება ორივე მხარის მიერ.
16. დარღვევების აღმოჩენისას გაცემული რეკომენდაციების-მითითებების შესრულება მოწმდება მოულოდნელი ინსპექტირების დროს.
17. სერტიფიკატის დადასტურება უნდა მოხდეს ყოველწლიურა