1. საქართველოში ბიოპროდუქტის იმპორტსა და ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება წინამდებარე წესით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებით.
2. იმპორტის დროს ბიოპროდუქტს თან უნდა ახლდეს წარმოშობის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატის ორიგინალი, სერტიფიკაციის საფუძველი უნდა იყოს სულ მცირე კოდექს ალიმენტარიუსის სტანდარტთან შესაბამისობა ( Codex Alimentarius guidelines CAC/GL 32).
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი სერტიფიკატი იმპორტიორმა უნდა შეინახოს არანაკლებ ორი წლის განმავლობაში.
4. იმპორტ-ექსპორტის დროს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებისას, თუ ბიოპროდუქტის დამუშავება ხდება იმ ნივთიერებებითა და საშუალებებით, რომლებიც მითითებული არ არის ამ დადგენილების №2 და №7 დანართებში, მაშინ პროდუქტი კარგავს ბიოსტატუს