წესების მე-4 მუხლით განსაზღვრული ზოგადი პრინციპების გარდა, აკვაკულტურის ბიოწარმოება უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ სპეციფიურ წესებს:
ა) აკვაკულტურის ბიომეურნეობებში, გამრავლების მიზნით, დასაშვებია წყლის ცხოველის შემოყვანა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ დადგენილი განსაკუთრებული პირობებით. ასეთი ცხოველები და მათგან მიღებული პროდუქტები ჩაითვლება „ბიოპროდუქტად” წესების მე-11 მუხლით განსაზღვრული კონვერსიის პერიოდის გავლის შემდეგ;
ბ) აკვაკულტურის ბიოწარმოებაში შეირჩეს შესაფერისი ხაზები (შტამები), დაუშვებელია ცალსქესიანი ხაზების (შტამების) მიღება, გარდა ხელით გადარჩევისა;
გ) მეურნეობის ბიოწარმოების მეთოდებმა, მათ შორის კვებამ, ნაგებობის დიზაინმა, ცხოველთა სიმჭიდროვემ და წყლის ხარისხმა დააკმაყოფილოს ცხოველების განვითარების, ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური ქცევის ნორმის საჭიროებები;
დ) ბიომეურნეობის წარმოების პრაქტიკამ შეამციროს გარემოზე უარყოფითი გავლენა, მათ შორის ბიომეურნეობის ცხოველის გადინება გარემოში. საწარმოო ერთეული და შეგროვების ზონა სათანადო მანძილით იყოს დაშორებული დაბინძურების წყაროს და კონვერსიულ მეურნეობას;
ე) აკვაკულტურის ბიოწარმოების ადგილი ისე განისაზღვროს, რომ შესაძლებელი იყოს მისი ინსპექტირება;
ვ) ველური, უმოძრაო ორგანიზმებისა და მათი შეგროვების ღია ზონის სერტიფიკაცია შესაძლებელია, თუ ეს ორგანიზმები იზრდებიან დაუბინძურებელ, სტაბილურ და მდგრად გარემოში;
ზ) აკვაკულტურის ყოველი სახეობის ცხოველის მართვის, გამრავლებისა და მოშენებისათვის სერტიფიკაციის ორგანოს მიერ უნდა დადგინდეს სახეობისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური პირობები;
თ) თევზებისა და კიბოსნაირებისათვის გამოყენებული საკვები აკმაყოფილებდეს მათ კვებით მოთხოვნილებებს სასიცოცხლო განვითარების ციკლის ყველა ეტაპზე. საკვების მცენარეული ფრაქცია მიღებული იქნეს ბიოწარმოებიდან, ხოლო საკვების წყლის ცხოველებისგან მიღებული ფრაქცია იყოს თევზსაშენი მეურნეობის მდგრადი გამოყენების პროდუქტი;
ი) ორსაგდულიანი მოლუსკებისა და სხვა სახეობების ხელოვნური საარსებო გარემო აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ჰიგიენის სპეციფიკურ წესებს ცხოველური წარმოშობის სურსათისათვის;
კ) თევზსაშენსა და ინკუბატორის გარდა, სადაც ხელოვნურ პირობებში ხდება ახალშობილი ორგანიზმის მოვლა, ორსადგულიანი მოლუსკი და სხვა სახეობის ცხოველი იკვებებოდეს ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა გარემოდან;
ლ) აკვაკულტურის ცხოველის კვებისათვის დასაშვებია მხოლოდ დანართი N6-ით დაშვებული ნივთიერებების გამოყენება. ახალშობილი ორგანიზმების გამოკვება ხელოვნურ პირობებში დასაშვებია;
მ) აკვაკულტურისა და წყლის სხვა ცხოველების დაავადებათა პრევენცია უნდა ეფუძნებოდეს საარსებო პირობებისა და მაღალი ხარისხის, უვნებელი საკვების, ჯიშებისა და სახეობების სწორად შერჩევას, კარგი ჰიგიენის პრაქტიკას;
ნ) დაშვებულია იმონოლოგიური ვეტერინარული საშუალებების გამოყენება;
ო) წყლის ცხოველის ვეტერინარული საშუალებით მკურნალობისას ლოდინის პერიოდი სამჯერ მაინც უნდა აღემატებოდეს კონვერსიულს და უნდა შეადგენდეს სულ მცირე 15 დღეს;
პ) ზღვის წყალმცენარე ჩაითვლება ბიოპროდუქტად, თუ:
პ.ა) წყალმცენარის ზრდის გარემო არის მაღალი ეკოლოგიური ხარისხის;
პ.ბ) გრძელვადიან პერსპექტივაში წყალმცენარეების შეგროვება უარყოფით გავლენას არ მოახდენს გარემოზე;
პ.გ) ბიომეურნეობაში გენური ფონდის შენარჩუნებისათვის, ველურ გარემოში, მათი შეგროვება უნდა მოხდეს რეგულარულა