1. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ ღვინის მცირე მწარმოებლები გაათავისუფლონ 14-31-ე მუხლების მოთხოვნების და გადაადგილებასა და მონიტორინგთან დაკავშირებული დანარჩენი მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისგან. იმ შემთხვევაში, თუ ღვინის მცირე მწარმოებლები თავად ახორციელებენ ევროკავშირის შიგნით გარიგებებს, მათ თავის შესაბამის ორგანოებს უნდა აცნობონ და შეასრულონ კომისიის დელეგირებული რეგულაციით (EU) 2018/273 დადგენილი მოთხოვნები ([16]).
2. იმ შემთხვევაში, თუ ღვინის მცირე მწარმოებლები გათავისუფლებულები არიან მოთხოვნებისგან 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ტვირთმიმღებმა დელეგირებული რეგულაციით (EU) 2018/273 მოთხოვნილი დოკუმენტის ან მასზე მითითების მეშვეობით, დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს უნდა აცნობოს მიღებული ღვინის შესახებ.
3. ამ მუხლის მიზნებისათვის, „მცირე მწარმოებელი“ ნიშნავს მწარმოებელს, რომელიც აწარმოებს საშუალოდ 1000 ჰლ-ზე ნაკლებ ღვინოს წელიწადში, საშუალო წლიური წარმოების მაჩვენებლის მიხედვით, როგორც მინიმუმ, ზედიზედ სამი წლის განმავლობაში, დელეგირებული რეგულაციის (EU) 2018/273 2(3)-ე მუხლის შესაბამისად.
ქვეთავი 3
მარაგები გემებისა და საჰაერო ხომალდებისთვ