ყოველ 5 წელიწადში ერთხელ, კომისიამ ევროპარლამენტსა და საბჭოს უნდა წარუდგინოს ანგარიში წინამდებარე დირექტივის განხორციელების შესახებ. პირველი ანგარიში წარდგენილ უნდა იქნეს, ყველაზე გვიან, წინამდებარე დირექტივის გამოყენების თარიღიდან სამი წლის შემდეგ.

კერძოდ, პირველ ანგარიშში უნდა შეფასდეს 32-ე მუხლის შესაბამისად მიღებული და გამოყენებული ეროვნული სამართლებრივი ნორმების გამოყენება და ზემოქმედება, ამ ნორმების ზემოქმედების შედეგების სათანადო დასაბუთების გათვალისწინებით ისეთ სფეროებთან მიმართებით, როგორიცაა ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება, თაღლითობა, გადასახადების თავიდან აცილება, გადასახადებისთვის თავის არიდება ან დაბეგვრის უფლების ბოროტად გამოყენება და შიდა ბაზრის შეუფერხებელ ფუნქციონირებასა და საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ზემოქმედება.

მოთხოვნის შემთხვევაში, წევრმა სახელმწიფოებმა კომისიას უნდა წარუდგინონ ხელმისაწვდომი შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ანგარიშის შესადგენად.

საჭიროების შემთხვევაში, ანგარიშს თან უნდა ახლდეს საკანონმდებლო წინადადებებ