იმ წევრ სახელმწიფოებს, რომლებმაც გააფორმეს შეთანხმება ტრანსსასაზღვრო ხიდის მშენებლობასთან ან ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული საკუთარი პასუხისმგებლობის შესახებ, შეუძლიათ მიიღონ ის ზომები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე დირექტივის დებულებებით, რათა გამარტივდეს იმ აქციზურ საქონელზე აქციზის გადასახადის აკრების პროცედურა, რომელიც გამოიყენება აღნიშნული ხიდის ასაშენებლად და მისი ტექნიკური მომსახურებისთვის.

ამ ზომების მიზნებისთვის, შეთანხმებაში მითითებული ხიდი და სამშენებლო მოედნები ითვლება იმ წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის შემადგენელ ნაწილად, რომელიც შეთანხმების შესაბამისად პასუხისმგებელია ხიდის მშენებლობაზე ან მის ტექნიკურ მომსახურებაზე.

შესაბამისმა წევრმა სახელმწიფოებმა ეს ზომები უნდა აცნობონ კომისიას, რომელმაც ისინი უნდა შეატყობინოს დანარჩენ წევრ სახელმწიფოებს.

თავი VII

დელეგირების განხორციელება და საკომიტეტო პროცედუ