1. 33(1)-ე და 44(1)-ე მუხლებში მითითებულ სიტუაციებში, წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისას, გარდა იმ წევრი სახელმწიფოს ტერიტორიისა, სადაც მოხდა საქონლის მოხმარებაში გაშვება, გაუთვალისწინებელი გარემოებების ან ფორს-მაჟორული ვითარებების გამო აქციზური საქონლის სრული განადგურების ან სამუდამო დაკარგვის შემთხვევაში, ან ამ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ საქონლის განადგურებასთან დაკავშირებით უფლებამოსილების გაცემის შედეგად აქციზური საქონლის სრული განადგურების ან სამუდამო დაკარგვის შემთხვევაში, ამ წევრ სახელმწიფოში აქციზის გადასახადი არ ექვემდებარება გადახდას.
წინამდებარე დირექტივის მიზნებისათვის, საქონელი ითვლება მთლიანად განადგურებულად ან სამუდამოდ დაკარგულად, როდესაც ის, როგორც აქციზური საქონელი, მიიჩნევა უსარგებლოდ.
2. საქონლის სახეობიდან გამომდინარე, იმ ნაწილობრივი დანაკარგის შემთხვევაში, რომელიც ხდება სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე (გარდა იმ წევრი სახელმწიფოსი, სადაც საქონლის გაშვება მოხდა მოხმარებაში) მისი ტრანსპორტირებისას, ამ წევრ სახელმწიფოში აქციზის გადასახადი არ ექვემდებარება გადახდას იმ შემთხვევაში, თუ დაკარგული საქონლის ოდენობა ექცევა მე-6(9) მუხლის შესაბამისად აქციზური საქონლისთვის დადგენილი საერთო ნაწილობრივი ზარალის ზღვრული მაჩვენებლების ფარგლებში, თუკი წევრ სახელმწიფოს არ აქვს თაღლითობაზე ან დარღვევაზე ეჭვის მიტანის გონივრული მიზეზი.
3. აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმში მოქცეული აქციზური საქონლის სრული განადგურება ან სამუდამო დაკარგვა, სრულად ან ნაწილობრივ, როგორც ეს მითითებულია 1-ელ პუნქტში, უნდა დასაბუთდეს იმ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მოთხოვნების შესაბამისად, სადაც მოხდა საქონლის სრული განადგურება ან სამუდამო დაკარგვა, სრულად ან ნაწილობრივ, ან თუ შეუძლებელია იმის დადგენა, თუ სად მოხდა საქონლის დაკარგვა, იმ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მოთხოვნების შესაბამისად, სადაც აღმოჩნდა საქონლის დაკარგვა.
იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა აქციზური საქონლის სრული განადგურება ან სამუდამო დაკარგვა, სრულად ან ნაწილობრივ, 35(2)(a)-ე ან 44(4) (a)-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილი გარანტია, სრულად ან ნაწილობრივ (გარემოებებიდან გამომდინარე), უნდა გაიცეს დამაკმაყოფილებელი მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში.
ქვეთავი 5
დარღვევები აქციზური საქონლის გადაადგილების დრ