იმ შემთხვევაში, თუ აქციზური საქონელი უნდა გადაადგილდეს ამ ქვეთავის მიხედვით და მიღების აქტი ვერ იქნება წარდგენილი აქციზური საქონლის გადაადგილების დასრულებისთვის 37(1)-ე მუხლის შესაბამისად, ან დანიშნულების წევრ სახელმწიფოში კომპიუტერიზებული სისტემის არარსებობის გამო ან იმის გამო, რომ 38(2)-ე მუხლში მითითებული პროცედურები ჯერ არ განხორციელებულა, სერტიფიცირებულმა ტვირთმიმღებმა, სათანადოდ დასაბუთებული შემთხვევების გარდა, დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარუდგინოს სარეზერვო პროცედურების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს იმავე მონაცემებს, რომლებსაც შეიცავს მიღების აქტი და სადაც აღნიშნულია, რომ გადაადგილება დასრულებულია.
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სერტიფიცირებულ ტვირთმიმღებს შეუძლია მიღების აქტის დაუყოვნებლივ გაგზავნა კომპიუტერიზებული სისტემის მეშვეობით, როგორც ეს გათვალისწინებულია 37(1)-ე მუხლით, ან სათანადოდ დასაბუთებული შემთხვევების გარდა, დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანოებმა გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს უნდა გაუგზავნონ პირველ ქვეპარაგრაფში მითითებული სარეზერვო პროცედურის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანოებმა აღნიშნული ასლი უნდა გადაუგზავნონ სერტიფიცირებულ ტვირთგამგზავნს ან შეინახონ სერტიფიცირებული ტვირთგამგზავნისთვის.
დანიშნულების წევრ სახელმწიფოში კომპიუტერიზებული სისტემის აღდგენისთანავე ან როცა განხორციელდება 38(2)-ე მუხლში მითითებული პროცედურები, სერტიფიცირებულმა ტვირთმიმღებმა მიღების აქტში უნდა წარადგინოს 37(1)-ე მუხლის შესაბამისად. 37-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები გამოიყენება შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინები