1. ტვირთის მისაღებად ტვირთმიმღები დანიშნულების სადგურს წარუდგენს ტვირთის მიღების უფლებამოსილების დამადასტურებელ საბუთს.
2. ტვირთის მიღების უფლებამოსილების დამადასტურებელ საბუთს იურიდიული პირი გასცემს მისი ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ამოწმებს ბეჭდით.
3. ტვირთის მიღების უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი შეიძლება გაიცეს ტვირთის ერთჯერად მიღებაზე კონკრეტული ზედნადებით. ამ შემთხვევაში, გადაზიდვის დოკუმენტების განკრედიტების შემდეგ, იგი დაერთვის საგზაო უწყისს, ხოლო ხანგრძლივი ვადით გაცემული საბუთის ასლი ინახება დანიშნულების სადგურში.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 358
თავი XXV — ტვირთის გაცემის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 358, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-358/