1. დანიშნულების სადგურში ელექტრონული ზედნადებით გაფორმებული ტვირთის მიტანისას‚ ზედნადები და მასზე თანდართული გადაზიდვის სხვა დოკუმენტები რკინიგზის საინფორმაციო-გამოთვლითი ცენტრიდან გადაიცემა ელექტრონული ცნობების სახით.
2. თუ ტვირთმიმღები ავტომატიზებული საინფორმაციო სისტემის აბონენტია‚ შეტყობინება მისი მისამართით მიტანილი ტვირთის შესახებ, შეიძლება, ამ სისტემიდან ელექტრონული სახით გადაიცეს ტვირთმიმღების ავტომატიზებულ სისტემაში.