1. ქონებრივი პასუხისმგებლობა ტვირთის გაფუჭებისთვის ეკისრება ტვირთმიმღებს, თუ იგი გამოწვეულია საერთო სარგებლობის ადგილებში ტვირთის შენახვის ზღვრული ვადის გადამეტებით.
2. თუ შენახვის ზღვრული ვადის განმავლობაში ტვირთმიმღები არ მიიღებს ზომებს საერთო სარგებლობის ადგილში ტვირთის ჩამოსატვირთად და ამ ადგილიდან გასატანად, რკინიგზას უფლება აქვს, დაუბრუნოს იგი ტვირთგამგზავნს ან მოახდინოს მისი რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 350
თავი XXIV — სადგურების საერთო სარგებლობის ადგილებში ტვირთის შენახვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 350, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-350/