1. ეს წესი განსაზღვრავს ღია და დახურულ საწყობებსა და ვაგონებში (კონტეინერებში) იმ ტვირთის შენახვის პირობებს, რომელიც გადასაზიდად მიიღება, გადმოიტვირთება და გაიცემა სადგურების საერთო სარგებლობის ადგილებში.
2. საერთო სარგებლობის ადგილების ღია საწყობებში დაიშვება მხოლოდ იმ ტვირთის შენახვა, რომლის ნუსხაც განსაზღვრულია ამ წესების დანართში.
3. პირადი (საყოფაცხოვრებო) საჭიროებისთვის განკუთვნილი, აგრეთვე საფრთხეშემცველი ტვირთის სადგურში შენახვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.