1. თუ ღია მოძრავ შემადგენლობაში გადასაზიდი ტვირთის მისამართის შეცვლისას ფორმდება გადაზიდვის ახალი დოკუმენტები, აღნიშვნები, რომლებიც შეტანილია პირვანდელი ზედნადების უკანა მხარის 1-ლ გრაფაში, გადაიტანება გადაზიდვის ახალ დოკუმენტებში, ტვირთის დამაგრებისა და განთავსების სქემის თანდართვით, თუ ისინი დართული ჰქონდა პირვანდელ დოკუმენტებს.
2. თუ ტვირთი მოთავსებულია უწესივრო ვაგონებში (კონტეინერებში) ან უწესივრო მდგომარეობაშია საკეტ-საპლომბი მოწყობილობა, დარღვეულია ტემპერატურული და სავენტილაციო რეჟიმი, მისი მისამართის შეცვლა დაიშვება გზად მდებარე სადგურების აქტებით იმ პირობით, რომ გამოვლენილი ნაკლოვანება აღმოიფხვრება.
3. პირდაპირ შერეული დანიშნულებით გადასაზიდი ან მალფუჭებადი ტვირთის მისამართის შეცვლა ხორციელდება ამ სახეობების ტვირთის გადაზიდვის წესით.