1. ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების განაცხადის საფუძველზე რკინიგზა ახდენს გადასაზიდი ტვირთის მისამართის შეცვლას, გადაზიდვის დოკუმენტებში აღნიშნული დანიშნულების სადგურისა და ტვირთმიმღების შესახებ მონაცემების შეცვლის მეშვეობით.
2. ტვირთის მისამართის შეცვლის ნებართვას გასცემს რკინიგზის უფლებამოსილი პირი.
3. საერთაშორისო მარშრუტებით გადასაზიდი ტვირთის მისამართის შეცვლა ხორციელდება ამ წესების შესაბამისად, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.