საკეტ-საპლომბი მოწყობილობა მაგრდება:
ა) დახურულ ვაგონზე – ვაგონის თითოეულ მხარეს განლაგებული კარის ზესადებზე, თითო ცალი;
ბ) სარეფრიჟერატორო ვაგონზე – ვაგონის თითოეულ მხარეს განლაგებულ იმ კარზე, რომელიც აღჭურვილია დასაჭერი ფილით და ჩამკეტი მოწყობილობის ბერკეტებით, თითო ცალი;
გ) ცისტერნაზე – ზედა ჩასატვირთი ლიუკის სახურავზე, თითო ცალი;
დ) ვაგონ-ჰოპერზე – ჩასატვირთი ლიუკის დამამაგრებელი შტანგის ჩამკეტ მოწყობილობაზე, თითო ცალი;
ე) მსუბუქი ავტომობილების გადამზიდ დახურულ ვაგონზე – თითოეული ტორსული მოედნის კარის ჩამკეტ მოწყობილობაზე, თითო ცალი;
ვ) კონტეინერებზე – თითო ცალი, კარის მარჯვენა საგდულის მარცხენა მხარეს განლაგებულ სახელურზე, რომელიც ბოლოს იკეტება.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 332
თავი XXII — ვაგონებისა და კონტეინერების დაპლომბვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 332, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-332/