1. რკინიგზა ანაზღაურებს ფასგამოცხადებული ტვირთის გადაზიდვისას მიყენებულ ზარალს ტვირთის გამოცხადებული ღირებულების ოდენობით ან მისი გამოცხადებული ღირებულების იმ წილის ოდენობით‚ რომელიც შეესაბამება ტვირთის დაკარგულ‚ ნაკლულ‚ ან დაზიანებულ (გაფუჭებულ) ნაწილს. რკინიგზა, აგრეთვე ვალდებულია, დაუბრუნოს დაზარალებულ პირს ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების საფასური, დაკარგული‚ ნაკლული ან დაზიანებული (გაფუჭებული) ტვირთის ოდენობის პროპორციულად‚ თუ ეს საფასური არ შედის ამ ტვირთის ღირებულებაში.
2. ტვირთის ფასის გამოცხადებისთვის ტვირთგამგზავნი რკინიგზას უხდის დამატებით საფასურს დადგენილი ოდენობით, რომელიც აღინიშნება გადაზიდვის დოკუმენტებში.