2. ტვირთის ღირებულება განისაზღვრება მისი ფასის მიხედვით, რომელიც აღნიშნულია გამყიდველის ანგარიშში‚ ან გათვალისწინებულია ხელშეკრულებით‚ ხოლო მათი არარსებობისას – იმ ფასიდან გამომდინარე‚ რომელიც შესადარ პირობებში ჩვეულებრივ გადაიხდება ანალოგიური საქონლისთვის.
3. ფასგამოცხადებული ტვირთის გადასაზიდად წარდგენისას ტვირთგამგზავნი, ზედნადებთან ერთად, გაგზავნის სადგურს წარუდგენს ფასგამოცხადებული ტვირთის გადაზიდვის აღწერილობას‚ რომელიც შევსებულია ამ წესების დანართით გათვალისწინებული ფორმით.
4. თუ სხვადასხვა ფასეულობის ტვირთი გადასაზიდად თითო ზედნადებით არის წარდგენილი, განმასხვავებელი ნიშნები‚ ადგილების რაოდენობა და ფასი აღწერილობაში აღინიშნება ცალკე სტრიქონად.
5. ფასგამოცხადებული ტვირთის გადაზიდვის აღწერილობა დგება სამ ეგზემპლარად‚ რომელთაგან ერთი უბრუნდება ტვირთგამგზავნს‚ მეორე – გაიკვრება ვაგონის (კონტეინერის) შიგნით, თვალსაჩინო ადგილას, ან ჩაიდება ერთ-ერთ სატვირთო ადგილში, ტვირთის წვრილმანი გზავნილით გადაზიდვისას‚ ხოლო ნუსხის მესამე ეგზემპლარი რჩება გამგზავნის სადგურს.
6. პირადი (ყოფითი) საჭიროებისთვის განკუთვნილი ფასგამოცხადებული ტვირთი გადასაზიდად წარედგინება რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის წესის შესაბამისად