1. პრიორიტეტული და არაპრიორიტეტული გზავნილებები და წერილები, რომლებიც შეიცავენ ფასიან ქაღალდებს, დოკუმენტებს ან ძვირფას ნივთებს და რომელთაც ეწოდებათ ,,ფასგამოცხადებული გზავნილებები’’. შეიძლება გაიცვალოს გამგზავნის მიერ შიგთავსის გამოცხადებული თანხით დაზღვევის დროს. ეს გაცვლა შეზღუდულია წევრი-ქვეყნების ურთიერთობებით, რომელთა საფოსტო ადმინისტრაციები შეთანხმებულნი არიან მიიღონ ეს გზავნილებები ორმხრივი ან ერთმხრივი ცვლით.

2. ფასგამოცხადების თანხა პრინციპში შეზღუდული არ არის. თითოეული ადმინისტრაცია უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ შეზღუდოს ფასის გამოცხადება იმ თანხით, რომელიც არ შეიძლება იყოს 4000 სსუ-ზე მცირე. მიუხედავად ამისა, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფასგამოცხადების ზღვარი, რომელიც მიიღება შიდა სამსახურში, თუ იგი ამ თანხაზე მცირეა.

3. ფასგამოცხადებული გზავნილებების ტარიფი წინასწარ უნდა იყოს აღებული. იგი შედგება ანაზღაურების უბრალო ტარიფის, მუხლში 16. 2 განსაზღვრულ შეკვეთაზე დადგენილი ტარიფის და დაზღვევის ანაკრებისაგან.

4. შეკვეთილი გზავნილებების დადგენილი ტარიფის ნაცვლად საფოსტო ადმინისტრაციებს უფლება აქვთ აიღონ მათი შიდა სამსახურისათვის დადგენილი ტარიფი, ან გამონაკლისის სახით, მაქსიმუმ 3. 27 სსუ-ს ოდენობის ტარიფი.

5. დაზღვევის ანაკრები შეადგენს მაქსიმუმ 0. 33 სსუ-ს 65. 34 სსუ-ზე ან 65. 34 სსუ-ს ნაწილს ან ფასგამოცხადებული ერთეულის 0.5%-ს. ეს ტარიფი გამოიყენება დანიშნულების ქვეყნისგან დამოუკიდებლად, იმ ქვეყნებშიც კი, რომლებშიც არსებობს ფორს-მაჟორულ გარემოებებთან დაკავშირებული რისკი.

6. იმ შემთხვევაში, როცა აუცილებელია უსაფრთხოების საგანგებო ზომების მიღება, ადმინისტრაციებს § 3, 4, და 5-ში აღნიშნული ტარიფების გარდა შეუძლიათ აიღონ მათი შიდა კანონმდებლობაში გათვალისწინებული სპეციალური ტარიფებ