1. იმ საფოსტო ადმინისტრაციებს შორის დამოკიდებულებისას, რომლებიც დათანხმდნენ შემდეგზე, გამგზავნებს შეუძლიათ აიღონ თავიანთ ანგარიშზე მიწოდების დაწესებულებაში წინასწარი განცხადების მიწოდებისას გზავნილების გაცემის დროს ყველა დარიცხული ტარიფებისა და ანაკრებების გადახდა მანამ, სანამ გზავნილებები არ არის ადრესატზე გაცემული. გამგზავნს შეუძლია მიწოდების შემდეგ ითხოვოს მისი გაცემა ტარიფების და ანაკრებების გადახდის გარეშე.

2. § 1-ში გათვალისწინებული შემთხვევების დროს გამგზავნებმა უნდა იკისრონ ვალდებულება გადაიხადონ თანხები, რომლებიც შეიძლება მოითხოვოს დანიშნულების დაწესებულებამ. აუცილებლობის შემთხვევაში მათ უნდა მოახდინონ წინასწარი გადახდა.

3. მიწოდების ადმინისტრაცია გამგზავნისაგან აიღებს ტარიფებს, რომელიც არ აღემატება 0. 98 სსუ-ს და რომელსაც იგი იტოვებს როგორც მიწოდების ქვეყანაში შეთავაზებული მომსახურების ანაზღაურება.

4. იმ შემთხვევაში, როცა თხოვნა მიმართულია გზავნილების მიწოდების შემდეგ, მიწოდების ადმინისტრაცია თითოეულ თხოვნაზე იღებს მაქსიმუმ 1. 31 სსუ-ს ოდენობის დამატებით ტარიფს. თუ თხოვნა უნდა გადაიცეს ელექტროკავშირის არხებით, გამგზავნი ვალდებულია ასევე გადაიხადოს შესაბამისი ტარიფი.

5. დანიშნულების ადმინისტრაცია უფლებამოსილია აიღოს თითოეულ გზავნილებაზე საკომისიო ანაკრები მაქსიმუმ 0. 98სსუ-ს ოდენობით. ეს ანაკრები აიღება გამგზავნისაგან დანიშნულების ადმინისტრაციის სასარგებლოდ საბაჟოზე გზავნილების წარდგენის ანაკრებისგან დამოუკიდებლად.

6. თითოეული ადმინისტრაცია უფლებამოსილია შეზღუდოს იმ გზავნილებების მომსახურება, რომლებიც არ ექვემდებარებიან ტარიფებისა და ანაკრებების აღების, შეკვეთილი და ფასგამოცხადებული გზავნილებები