1. არც ერთი წევრი-ქვეყანა არ არის ვალდებული გადაგზავნოს ან ჩააბაროს ადრესატს წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებები, რომელთა გამგზავნებიც ცხოვრობენ რა ამ ქვეყნის ტერიტორიაზე, აბარებენ ან ავალებენ გზავნილების ჩაბარებას სხვა ქვეყნის საფოსტო დაწესებულებებს უფრო ხელსაყრელი სატარიფო პირობების გამოყენების მიზნით.

2. § 1 დებულებანი გამოიყენება განურჩევლად იმისა, წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებები არის ჩაკეთებული იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობს გამგზავნი და შემდგომ გადაზიდულია საზღვარგაერთ, და წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებების მიმართ, რომლებიც ჩაკეთებულია სხვა ქვეყანაში.

3. დანიშნულების ადმინისტრაცია უფლებამოსილია მოითხოვოს გამგზავნისაგან, ან მისი არყოფნის შემთხვევაში, მიწოდების ადმინისტრაციისაგან შიდა ტარიფების ანაზღაურება. თუ არც გამგზავნი და არც მიწოდების ადმინისტრაცია არ არის თანახმა აანაზღაუროს ეს ტარიფები ვადაში, რომელიც დადგენილია დანიშნულების ადმინისტრაციის მიერ, ამ უკანასკნელს შეუძლია დაუბრუნოს ეს გზავნილებები მიწოდების ადმინისტრაციას, ამავე დროს უფლებამოსილია მოითხოვოს დაბრუნების ხარჯების ანაზღაურება, ან დაამუშავოს ისინი მისი შიდა კანონმდებლობის თანახმად.

4. არც ერთი წევრი-ქვეყანა არ არის ვალდებული გადააგზავნოს ან მიიტანოს მიმღებამდე წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებები, რომლებიც გამგზავნებმა მიაწოდეს დიდი რაოდენობით თვითონ ან ვინმეს მეშვეობით არა იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობენ, შესაბამისი ანაზღაურების გარეშე. დანიშნულების ადმინისტრაცია უფლებამოსილია მოსთხოვოს მიწოდების ადმინისტრციას მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს ორი შემდგომი ფორმულის ჯამს: ან ეკვივალენტური გზავნილებების მიმართ დადგენილი შიდა ტარიფების 80%, ან 0. 14სსუ გზავნილებაზე, პლიუს 1სსუ თითოეულ კგ-ზე. იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების ადმინისტრცია უარს ამბობს დანიშნულების ადმინისტრაციის მიერ დადგენილი თანხის ვადაში გადახდაზე, ამ უკანასკნელს შეუძლია დაუბრუნოს გზავნილებები მიწოდების ადმინისტრაციას და თან მოსთხოვოს დაბრუნების ხარჯების ანაზღაურება, ან დაამუშაოს ისინი მისი შიდა კანონმდებლობის თანახმა