1. ქვეყნებში, რომელთა ადმინისტრაცია ასრულებს ამ სამსახურს, წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებები გამგზავნის მოთხოვნით მიიტანება სპეციალური შიკრიკის მეშვეობით, რაც შეიძლება სწრაფად მათი დატარების დაწესებულებაში მიღების შემდეგ. ნებისმიერ ადმინისტრაციას აქვს უფლება შეზღუდოს ეს სამსახური პრიორიტეტული გზავნილებებით, ავია გზავნილებებით ან თუ საქმე ეხება ორ ადმინისტრაციას შორის ერთადერთ გზას სახმელეთო ,,LC’’ გზავნილებებით. გზავნილებები შიკრიკის მეშვეობით შეიძლება დამუშავდეს სხვა ხერხით, თუკი ადრესატისთვის შეთავაზებული სამსახურის ხარისხის საერთო დონე ისეთივე მაღალია, როგორც სპეციალური დამტარებლის გამოყენებით უზრუნველყოფილი.

2. თუ გზავნილებები დატარების დაწესებულებებში მიწოდებულია ბოლო ჩვეულებრივი დღიური მიწოდების შემდეგ, ისინი სპეციალური დამტარებლის მეშვეობით ჩაჰბარდება იმავე პირობებით, რომლებიც გამოიყენება ამ სამსახურის შემომთავაზებელი ქვეყნების შიდა რეჟიმში.

3. ადმინისტრაციები, რომლებსაც გააჩნიათ წერილობითი კორესპონდენციის ფოსტით გადაგზავნის რამდენიმე არხი, მათი შემოსული ფოსტის ცვლის დაწესებულებებში ჩაბარების შემდგომ შიკრიკის მეშვეობით უნდა გაატარონ გადაგზავნის ყველაზე სწრაფი შიდა არხით და ამის შემდეგ დაამუშაონ ეს გზავნილებანი რაც შეიძლება სწრაფად.

4. გზავნილებებზე შიკრიკის მეშვეობით ანაზღაურების ტარიფის გარდა აიღება ტარიფი, რომელიც ტოლია შემთხვევაზე დამოკიდებულებით უბრალო პრიორიტეტულ/არაპრიორიტეტულ გზავნილებებზე ან უბრალო წერილის ანაზღაურების თანხისა და მაქსიმალურად უტოლდება 1. 63 სსუ-ს. თითოეულ ,,M’’ ადმინისტრაცია ერთეულოვანი ტარიფის ნაცვლად იღებს საერთო ტარიფს, რომელიც არ აღემატება ერთიან ტარიფის 5-ჯერ სიდიდეს. ეს ტარიფი მთლიანად წინასწარ აიღება.

5. თუ მიტანა შიკრიკის მეშვეობით იწვევს განსაკუთრებულ სიძნელეებს, მაშინ მდგომარეობასთან შესაბამისად აიღება დამატებითი ტარიფი, მიეკუთნება შიდა სამსახურში ასეთ გზავნილებებს.

6. თუ კი დანიშნულების ადმინისტრაციის წესები საშუალებას იძლევა, ადრესატებს შეუძლიათ სთხოვონ დატარების დაწესებულებებს, რომ მათთვის განკუთვნილი გზავნილებანი მიტანილ იქნენ შიკრიკით მიღებისთანავე. ამ შემთხვევაში დანიშნულების ადმინისტრაციას უფლება აქვს მიტანისას აიღოს მათ შიდა რეჟიმში გამოყენებული ტარიფ