1. საფოსტო ადმინისტრაციებს უფლება აქვთ გაყიდონ საერთაშორისო ბიუროს მიერ გამოშვებული საერთაშორისო საპასუხო კუპონები და აგრეთვე შეზღუდონ მათი გაყიდვა შიდა კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საპასუხო კუპონის ღირებულებაა 0. 74 სსუ. გასაყიდი ფასი, რომელიც განისაზღვრება დაინტერესებული ადმინისტრაციების მიერ არ შეიძლება იყოს ამ ღირებულებაზე დაბალი.

3. საპასუხო კუპონები იცვლება ნებისმიერ წევრ-ქვეყანაში ერთ ან რამდენიმე საფოსტო მარკაზე, რომლებიც წარმოადგენენ საზღვარგარეთ დამისამართებული უბრალო პრიორიტეტული გზავნილების ან უბრალო ავიაწერილის მინიმალურ ანაზღაურებას. თუ ქვეყნის შიდა კანონმდებლობა არ კრძალავს ასეთ გაცვლას, საპასუხო კუპონები ასევე უნდა გაიცვალოს სრული ანაზღაურების საფოსტო ან სხვა ნიშნებზე, ან ანაზღაურების შტემპელებზე.

4. გარდა ამისა წევრი-ქვეყნის ადმინისტრაციას შეუძლია დაიტოვოს უფლება ამ საპასუხო კუპონების ნაცვლად მოითხოვოს ასანაზღაურებელი გზავნილებების და საპასუხო კუპონების ერთდროული მოწოდება.

თავი 2. სპეციალური მომსახურე