1. ყველაზე სწრაფი (საჰაერო ან სახმელეთო) გზით გაგზავნილი პრიორიტეტული გზავნილებების შესაბამის ტარიფებში შედის დაჩქარებული გადაგზავნის შესაძლო დამატებითი ღირებულებაც.
2. ადმინისტრაციებს, რომელთა სისტემაც დამოკიდებულია შიგთავსზე, უფლება აქვთ:
2. 1. აიღონ დამატებითი ტარიფები ავიაგზავნილებებისათვის. ეს ტარიფები უნდა შეესაბამებოდეს საჰაერო გადაგზავნის ხარჯებს და იყოს თანაბარი თითოეული დანიშნულების ქვეყნის ტერიტორიაზე მიუხედავად გამოყენებული მიმართულებისა. ავიაგზავნილებების დამატებითი ტარიფების დაანგარიშებისათვის ადმინისტრაციებს უფლება აქვთ გაითვალისწინონ კლიენტურის მიერ შესაძლო თანდართული ბლანკების წონა;
2.2. აიღონ S. A. L. გზავნილებისათვის უფრო დაბალი დამატებითი ტარიფები, ვიდრე ავია გზავნილებებზე;
2. 3. დაადგინონ კომბინირებული ტარიფები ავია გზავნილებების და S. A. L. ფოსტის ანაზღაურებისათვის, ამასთან უნდა გაითვალისწინონ მათი საფოსტო მომსახურების ღირებულება და ავია გადაზიდვის ხარჯები.
3.9.4 და 9.5 მუხლების თნახმად, ტარიფი შეიძლება შემცირდეს საჰაერო გზით გადაზიდული გზავნილებებისათვის, გარდა ტარიფის იმ წილისა, რომელიც გათვალისწინებულია სატრანსპორტო ხარჯებზ