1. სხვადასხვა საერთაშორისო საფოსტო მომსახურების ტარიფები დგინდება კონვენციასა და დადგენილებებში. ტარიფების დადგენა პრინციპში უნდა განხორციელდეს წარმოდგენილი მომსახურების შესაბამისი ფასის საფუძველზე.
2. გამოყენებული ტარიფები, აქტებში ორიენტირების მიზნით მოყვანილი ტარიფების ჩათვლით, უნდა იყოს შიდა რეჟიმში გამოყენებული იმავე მახასიათებლების მქონე (კატეგორია, რაოდენობა, დამუშავების ვადები და სხვა. ) გზავნილების ტარიფებთან მიახლოებული.
3. საფოსტო ადმინისტრაციები უფლებამოსილნი არიან აამაღლონ კონვენციასა და ხელშეკრულებებში მოყვანილი ყველა ტარიფები, იმ ტარიფების ჩათვლით, რომლებიც არაა მოყვანილი როგორც საორიენტაციო:
3.1. თუ ტარიფები, რომელთაც ისინი იყენებენ შიდა რეჟიმში იმავე სამსახურისათვის უფრო მაღალია, ვიდრე დადგენილი;
3.2. თუკი ეს აუცილებელია, საექსპლუატაციო ხარჯების დასაფარად, ან სხვა მიზნებით.
4. აკრძალულია კლიენტებისაგან სხვადასხვა საფოსტო ტარიფების ამოღება, გარდა კონვენციით და ხელშეკრულებებით გათვალისწინებულისა.
5. გარდა კონვენციით და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თითოეული საფოსტო ადმინისტრაცია მის მიერ ამოღებულ ტარიფებს იტოვებს თავის სასარგებლო