1. 500 გრ-მზე ნაკლები წონის მცირე პაკეტების ადრესატზე ჩაბარებისას ტარიფის ამოღება არ ხდება.

2. თუ 500-ს ზევით მცირე პაკეტების ჩაბარებისას შინაგან რეჟიმში აიღება ტარიფი, იმავე ტარიფით შეიძლება ანაზღაურებულ იქნეს საზღვარგარეთიდან შემოსული მცირე პაკეტების ჩაბარება.

3. ადმინისტრაციებს უფლება აქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევების დროს აიღონ ისეთივე ტარიფები, როგორც შიდა რეჟიმში:

3.1. ტარიფი გამგზავნისაგან აღებულ გზავნილებაზე, რომელიც ბარდება სამუშაოს ზღვრულ საათებში;

3.2. გამგზავნისაგან აღებული ტარიფი იმ გზავნილებაზე, რომელიც ბარდება საოპერაციო ფანჯრისა და მუშაობის დამთავრების შემდეგ;

3.3. გაგზავნისაგან აღებული ტარიფი სახლში ჩაბარებულ გზავნილებაზე;

3.4. ადრესატისგან ანაზღაურებული ტარიფი გზავნილებაზე საოპერაციო ფანჯრის მუშაობის დამთავრების შემდეგ;

3.5. ადრესატის მიერ ანაზღაურებული ტარიფი მოკითხვამდე გზავნილებებზე;

3.6. ტარიფი 500 გრ-მს ზევით წერილობითი კორესპონდენციის ნებისმიერ გზავნილებზე, რომელიც არ იყო მიღებული ადრესატის მიერ მისი უფასოდ შენახვის ვადაში. ეს ტარიფი არ ვრცელდება სეკროგრამებზ