(1). ტარიფები, რომლებსაც ერთი დასახელებული საწარმო მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ხაზებზე იყენებს მგზავრებისათვის, საჭიროებენ იმ ხელმომწერი მხარის საჰაერო უწყების ნებართვას, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს მგზავრობის საწყისი პუნქტი (გადაზიდვის დოკუმენტებში აღნიშვნის შესაბამისად).
(2). დასახელებული საწარმოები თავიანთ ტარიფებში ითვალისწინებენ საწარმოო ხარჯებს, სათანადო მოგებას, არსებულ კონკურენციასა და ბაზრის პირობებს, აგრეთვე მომსახურებით მოსარგებლეთა ინტერესებს. საჰაერო მიმოსვლის შესაბამის უწყებას მხოლოდ მაშინ შეუძლია უარი განაცხადოს ნებართვის გაცემაზე, თუ ტარიფი ამ კრიტერიუმებს არ შეესაბამება.
(3). დასახელებული საწარმოები ნებართვის მისაღებად ტარიფებს წარადგენენ არა უგვიანეს ერთი თვისა მათი ძალაში შესვლის გათვალისწინებულ დღემდე.
(4). თუ ერთი ხელმომწერი მხარის საჰაერო მიმოსვლის უწყებას მისაღებად არ მიაჩნია მისთვის ნებართვის მისაცემად წარდგენილი რომელიმე ტარიფი, მაშინ იგი ტარიფის წარდგენიდან ოცდაოთხი დღის მანძილზე აცნობებს ამის შესახებ შესაბამის საწარმოს. ამ შეთანხმებაში შემდგომ უნდა იქნეს გამოყენებული აქამდე მოქმედი ტარიფი, რომელიც ახლით უნდა შეცვლილიყ