(2) საწვავ-საპოხი მასალა, სათადარიგო ნაწილები, აუცილებელი მოწყობილობის საგნები და სურსათის მარაგი, რომლებიც დროებით შეაქვთ ერთი ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე, რათა იქ გადაეცეს მეორე ხელმომწერი მხარის რომელიმე დასახელებულ საწარმოს თვითმფრინავებს ან დაიდგას მათში, ან სხვა სახით იქნეს კვლავ გატანილი პირველად დასახელებული ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე, თავისუფალია 1-ელ პუნქტში აღნიშნული ბაჟისა და სხვა გადასახადებისაგან, მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე შეტანისას 1-ლ პუნქტში აღნიშნული ბაჟისა და სხვა გადასახადებისაგან თავისუფალია აგრეთვე ერთი ხელმომწერი მხარის ყოველი დასახელებული საწარმოს სარეკლამო მასალა და გადაზიდვებისათვის საჭირო დოკუმენტაცია.
(3) საწვავ-საპოხი მასალა, რასაც ერთი ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე მეორე ხელმომწერი მხარის ყოველი დასახელებული საწარმოს თვითმფრინავები იღებენ და საერთაშორისო ავიახაზებზე ხარჯავენ, თავისუფალია 1-ლ პუნქტში აღნიშნული ბაჟისა და სხვა გადასახადებისაგან, აგრეთვე რაიმე შესაძლო მოხმარების გადასახადებისაგან.
(4) ერთ ხელმომწერ მხარეს შეუძლია 1-ლ და მე-3 პუნქტებში აღნიშნულ საქონელზე საბაჟო მეთვალყურეობის დაწესება.
(5) ვინაიდან პირველიდან მესამე პუნქტებამდე დასახელებული საქონელი თავისუფალია ბაჟისა და სხვა გადასახადებისაგან, ამ საქონელზე არ ვრცელდება ჩვეულებრივ შემთხვევაში მათი შეტანის, გატანისა და გადატანისათვის გათვალისწინებული სამეურნეო შეზღუდვები.
(6) ყოველი ხელმომწერი მხარე მეორე ხელმომწერი მხარის ყოველი დასახელებული საწარმოსათვის მიწოდებულ საგნებს ან გაწეულ მომსახურებას, რაც ამ უკანასკნელის მუშაობისთვისაა საჭირო, ორმხრივ საფუძველზე განტვირთავს ბრუნვის გადასახადის ან რაიმე მსგავსი არაპირდაპირი გადასახადებისაგან, გადასახადისაგან განტვირთვა შეიძლება გათავისუფლების ან ანაზღაურების მეშვეობით განხორციელდე