(1) ყოველი აღნიშნული საწარმო მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ხაზებზე საჰაერო სამარშრუტო მიმოსვლის დაწყებამდე არა უგვიანეს ერთი თვისა აცნობებს ხელმომწერ მხარეთა საჰაერო მიმოსვლის უწყებებს მომსახურების სახეობებს, თვითმფრინავების გათვალისწინებულ მოდელებსა და ფრენის განრიგებს, იგივე ეხება აგრეთვე შემდგომ ცვლილებებს.
(2) ერთი ხელმომწერი მხარის საჰაერო მიმოსვლის უწყება სათანადოდ ფორმულირებული მოთხოვნის შემთხვევაში გადასცემს მეორე ხელმომწერი მხარის საჰაერო მიმოსვლის უწყებით დასახელებულ საწარმოთა ყველა რეგულარულ ან სხვა სტატისტიკურ დოკუმენტაციას გადაზიდვის შესახებ, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ხაზებისათვის მომზადებული წინადადებების შესამოწმებლად. ეს დოკუმენტები უნდა შეიცავდეს ყველა მონაცემს, რომელიც მიმოსვლის მოცულობის, წარმომავლობისა და დანიშნულების დასადგენადაა საჭირ