(1) საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე, თავიანთი უსაფრთხოებისა და ვალდებულებების შესაბამისად, ხელმომწერი მხარეები ადასტურებენ თავიანთ ურთიერთვალდებულებას, უკანონო ხელყოფისაგან დაიცვან სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის უშიშროება. საერთაშორისო სამართლის თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების საყოველთაო ხასიათის შეუზღუდავად ხელმომწერი მხარეები მოქმედებენ, განსაკუთრებით, თვითმფრინავზე ჩადენილი დანაშაულებრივი და განსაზღვრული სხვა ქმედებისათვის 1963 წლის 14 სექტემბერს ტოკიოში ხელმოწერილი ხელშეკრულების, თვითმფრინავების უკანონოდ მითვისების წინააღმდეგ სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის უსაფრთხოების მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან ბრძოლის შესახებ 1971 წლის 23 სექტემბერს მონრეალში ხელმოწერილი შეთანხმების და სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის უსაფრთხოების მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან ბრძოლის შესახებ 1971 წლის 23 სექტემბერს მონრეალში ხელმოწერილი შეთანხმების დამატების, საერთაშორისო სამოქალაქო მიმოსვლის მომსახურე აეროპორტებში კანონსაწინააღმდეგო ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ 1988 წლის 24 თებერვალს მონრეალში ხელმოწერილი ოქმის შესაბამისად.
(2) ხელმომწერი მხარეები თხოვნის საფუძველზე ყოველგვარ საჭირო დახმარებას უწევენ ერთმანეთს, რათა თავიდან იქნეს აცილებული სამოქალაქო თვითმფრინავების უკანონოდ დაუფლება და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედება ამ თვითმფრინავების, მათი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტებისა და საჰაერო ნავიგაციის დაწესებულების უშიშროების წინააღმდეგ, აგრეთვე ყოველი სხვა საშიშროება სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის უსაფრთხოების წინააღმდეგ.
(3) სამოქალაქო თვითმფრინავის უკანონოდ ხელში ჩაგდების, ან თვითმფრინავის, მისი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აგრეთვე აეროპორტების და საჰაერო ნავიგაციის დაწესებულების უშიშროების კანონსაწინააღმდეგო ხელყოფის შემთხვევაში, ანდა ამგვარი მუქარის არსებობისას, ხელმომწერი მხარეები დახმარებას უწევენ ერთმანეთს კავშირგაბმულობის გაადვილებითა და სხვა შესაბამისი ღონისძიებებით, რათა ამგვარი ინციდენტები ან მათი განხორციელების მუქარა ადამიანის სიცოცხლისათვის შეძლებისდაგვარად ნაკლები რისკით იქნეს მოგვარებული.
(4) ყოველი ხელმომწერი მხარე ახორციელებს ყველა იმ ღონისძიებას, რომელთა განხორციელებაც მიაჩნია მას საჭიროდ, რათა დაადგინოს, არის თუ არა თვითმფრინავი, რომელიც უკანონოდ იქნა მითვისებული, ან რომლის მიმართაც სხვა კანონსაწინააღმდეგო ხელყოფა განხორციელდა და რომელიც მის ტერიტორიაზე მიწაზე იმყოფება, ძალით დაკავებული, თუ საჭირო არ გახდა მისი აფრენა, როგორც სასწრაფო ღონისძიება ეკიპაჟისა და მგზავრების სიცოცხლის გადასარჩენად, ამგვარი ღონისძიებანი შესაძლებლობის ფარგლებში ორმხრივი კონსულტაციების საფუძველზე უნდა განხორციელდეს.
(5) თავიანთი ურთიერთობის ფარგლებში ხელმომწერი მხარეები საჰაერო მიმოსვლის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი და სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის ხელშეკრულების დანართებად აღიარებული ჰაერში უსაფრთხოების მითითებების შესაბამისად მოქმედებენ, თუკი უსაფრთხოების ეს მითითებები მისაღებია მხარეთათვის; ისინი მოითხოვენ, რომ მათ რეგისტრში შეტანილი თვითმფრინავების მფლობელებმა და იმ თვითმფრინავების მფლობელებმა, რომელთა ძირითადი სამუშაო ადგილი ან მუდმივი ადგილსამყოფელი მათ ტერიტორიაზეა განლაგებული, ისევე როგორც მათ ტერიტორიაზე მდებარე აეროპორტებით მოსარგებლეებმა, ჰაერში უსაფრთხოების ამ მითითებათა შესაბამისად იმოქმედებენ.
(6) ყოველი ხელმომწერი მხარე თანახმაა იმაზე, რომ თვითმფრინავის ყოველ ამ მფლობელს მოეთხოვოს მე-5 პუნქტში აღნიშნული ჰაერში უსაფრთხოების იმ მითითებების დაცვა, რომლებიც მეორე ხელმომწერმა მხარემ შეიმუშავა მის ეტრიტორიაზე შესვლის, მისი ტერიტორიიდან გამოსვლის ან მის ტერიტორიაზე ყოფნის თაობაზე. ყოველი ხელმომწერი მხარე უზრუნველყოფს თავის ტერიტორიაზე თვითმფრინავების დაცვის და მგზავრების, ეკიპაჟისა და ხელბარგის სხივებით შემოწმების, აგრეთვე უსაფრთხოების მიზნით ბარგის, ტვირთისა და თვითმფრინავზე არსებული მარაგის სათანადო კონტროლის ეფექტურ განხორციელებას ჩასხდომამდე ან დატვირთვამდე. ყოველი ხელმომწერი მხარე სათანადო ყურადღებით მოეკიდება მეორე მხარის ყოველ თხოვნას რაიმე საშიშროების თავიდან ასაცილებლად გონივრული, განსაკუთრებული ღონისძიებების თაობაზე.
(7) თუ ერთმა ხელმომწერმა მხარემ გადაუხვია ამ მუხლის მითითებებს ჰაერში უსართხოების შესახებ, მაშინ მეორე ხელმომწერი მხარე საჰაერო მიმოსვლის უწყებასთან სასწრაფო კონსულტაციებს მოითხოვს. თუ ამ მოთხოვნის წაყენების დღიდან ერთი თვის მანძილზე არ მოხერხდა საკითხის დამაკმაყოფილებლად გადაწყვეტა, მაშინ არსებობს საფუძველი იმისა, რომ პირველად დასახელებული ხელმომწერი მხარის საჰაერო მიმოსვლის ერთ ან რამდენიმე საწარმოს ჩამოერთვას, გაუუქმდეს, შეეზღუდოს ან პირობით განესაზღვროს წარმოების უფლება. თუ ვითარება განსაკუთრებით სერიოზულია, მაშინ ერთ ხელმომწერ მხარეს ამ თვის გასვლამდეც შეუძლია წინასწარ ღონისძიებათა მიღებ