(1) ერთი ხელმომწერი მხარის თხოვნით მეორე ხელმომწერი მხარე უფლებას აძლევს ორივე სახელმწიფოში საჰაერო მიმოსვლის ნებართვის მქონე საწარმოებს, განახორციელონ ღონისძიებანი მისთვის, რათა მხოლოდ მთხოვნელ სახელმწიფოში შესვლისას ან ტრანზიტით გავლისათვის საჭირო დოკუმენტების მქონე მგზავრები იქნენ გადაყვანილი.

(2) ყოველი ხელმომწერი მხარე შესამოწმებლად აკავებს იმ პირს, რომელიც არ იქნა მიღებული დანიშნულების ადგილის მიერ, როცა იქ დადგენილ იქნა, რომ მას არ აქვს შესვლის უფლება, თუკი ეს პიროვნება გამგზავრების წინ არა მხოლოდ უშუალო ტრანზიტით იმყოფებოდა ამ ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე. ხელმომწერი მხარეები არ გზავნიან ასეთ პიროვნებას უკან იმ ქვეყანაში, რომელშიც დადგენილი იქნა, რომ ამ პირს არა აქვს შესვლის უფლება.

(3) ამგვარი განსაზღვრა ხელს უშლის ხელისუფალთ იმაში, რომ ეს, ქვეყანაში შესვლის უფლების არმქონე პიროვნება კვლავ შეამოწმონ, რათა დაასკვნან, შეუძლია თუ არა სახელმწიფოს მისი მიღება, ან საჭიროა თუ არა ზომების მიღება მისი შემდგომ გადაყვანის, გაშვების ან იმ ქვეყანაში წასვლის იძულებისათვის, რომლის მოქალაქეცაა იგი, ან რომელმაც შეიძლება მიიღოს იგი რაიმე მოსაზრებით. თუ პიროვნებამ, რომელსაც უარი ეთქვა სახელმწიფოში შესვლაზე, დაკარგა სამგზავრო დოკუმენტები, ანდა მას გაუფუჭდა ისინი, მაშინ ერთი ხელმომწერი მხარე მის ნაცვლად სცნობს დოკუმენტს, რომელშიც გაფრენისას ჩასვლის გარემოებებია მითითებული და რომელიც იმ ხელმომწერი მხარის მიერაა გაცემული, რომელმაც დაადგინა, რომ ამ პიროვნებას არა აქვს ქვეყანაში შესვლის უფლებ