(1) ყოველი ხელმომწერი მხარე ორმხრივ საფუძველზე ანიჭებს მეორე ხელმომწერი მხარის ყოველ საწარმოს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში იქონიოს მის ტერიტორიაზე ფილიალები და იყოლიოს მმართველი, კომერციული და ტექნიკური პერსონალი.

(2) პირველი პუნქტის მიხედვით, ფილიალების მოწყობისა და პერსონალის დასაქმებისას დაცული უნდა იქნეს შესაბამისი ხელმომწერი მხარის კანონები და სხვა განკარგულებანი, აგრეთვე კანონები და სხვა განკარგულებანი შესაბამისი ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე უცხოელთა შესვლისა და ყოფნის შესახებ.

(3) ყოველი ხელმომწერი მხარე ორმხრივ საფუძველზე ანიჭებს მეორე ხელმომწერი მხარის ყოველ დასახელებულ საწარმოს უფლებას, მეორე ხელმომწერი მხარის დასახელებული საწარმოსა ან საჰაერო მიმოსვლის სხვა საწარმოსათვის თვითონ აწარმოოს მგზავრების, ბარგის, ტვირთისა და ფოსტის გადაზიდვის მომზადება, ეს უფლება არ ვრცელდება აეროპორტების კომპეტენციაში შემავალ მიწისზედა ავიასამსახურებზე (თვითმფრინავების მომზადება ფრენის წინ).

(4) ყოველი ხელმომწერი მხარე უფლებას ანიჭებს მეორე ხელმომწერი მხარის ყოველ დასახელებულ საწარმოს საკუთარი დოკუმენტებით, უშუალოდ საკუთარ სავაჭრო სათავსებში, საკუთარი აგენტების მეშვეობით მიყიდოს თავისი მომსახურება მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე ყოველ მყიდველს ყოველგვარ ვალუტაზ