(1) ყოველი ხელმომწერი მხარის ყოველ აღნიშნულ საწარმოს იაფი და თანაბარი შესაძლებლობა ეძლევა მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მარშრუტების გამოსაყენებლად.

(2) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მარშრუტებზე საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის წარმოებისას ერთი ხელმომწერი მხარის ყოველი დასახელებული საწარმო ითვალისწინებს მეორე ხელმომწერი მხარის ყოველი დასახელებული საწარმოს ინტერესებს, რათა უნებლიე ზიანი არ მიაყენოს ამ საწარმოს მიერ იმავე ხაზებზე ან მათ მონაკვეთებზე საჰაერო მიმოსვლის წარმოებას.

(3) საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მარშრუტებზე, უწინარეს ყოვლისა, გადაზიდვის ისეთ წინადადების გამომუშავებას ემსახურება, რომელიც საწარმოს დამასახელებელი ხელმომწერი მხარის მიერ წარმოდგენილ, მისი ტერიტორიის მიმართულებით და იქედან მიმოსვლის სავარაუდო მოთხოვნილებას შეესაბამება, საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის გეგმაზომიერი განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე, ეს საწარმოები ისე უნდა სარგებლობდნენ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ხაზებზე, მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე განლაგებულ პუნქტებსა და მესამე სახელმწიფოთა პუნქტებს შორის გადაზიდვის თავიანთი უფლებით, რომ წინადადება გადაზიდვის შესახებ შეესაბამებოდეს:

ა) მოთხოვნას საწარმოს დამსახელებელი ხელმომწერი მხარის ტერიტორიის მიმართულებით და იქედან მიმოსვლაზე;

ბ) ფრენის გზაზე განლაგებულ პუნქტებში არსებულ მოთხოვნას მიმოსვლაზე, ადგილობრივი და რეგიონალური საჰაერო სამარშრუტო მიმოსვლის გათვალისწინებით;

გ) სატრანზიტო მიმოსვლის ავიახაზების ეკონომიური გამოყენების მოთხოვნებს.

(4) ყოველი დასახელებული საწარმოს იაფი და თანასწორი მომსახურების უზრუნველსაყოფად, ფრენის სამსახურების სიხშირეები და თვითმფრინავების გათვალისწინებული მოდელები, მათი სიმძლავრის მითითებით, აგრეთვე ფრენის განრიგები, ნებადართული უნდა იქნენ ხელმომწერ მხარეთა საჰაერო მიმოსვლის უწყების მიერ.

(5) საჭიროების შემთხვევაში ხელმომწერ მხარეთა საჰაერო მიმოსვლის უწყებებმა დამაკმაყოფილებლად უნდა მოაგვარონ გადაზიდვისა და სიხშირეთა საკითხ