(1) საერთაშორისო სამარშრუტო ავიამიმოსვლის დაწყება მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ხაზებზე ყოველ დროს შეიძლება, თუ:
ა) ხელმომწერმა მხარემ, რომელსაც მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული უფლებები ენიჭება ერთი ან რამდენიმე საწარმო წერილობით დაასახელა და
ბ) ხელმომწერმა მხარემ, რომელიც ამ უფლებას იძლევა, დასახელებულ საწარმოს ან საწარმოებს სამარშრუტო საჰაერო მიმოსვლის დაწყების ნებართვა მისცა.
(2) ხელმომწერი მხარე, რომელიც ამ ნებართვას იძლევა, ამ მუხლის მე-3 პუნქტის პირობით დაუყოვნებლივ იძლევა საერთაშორისო სამარშრუტო ავიამიმოსვლის ნებართვას.
(3) ერთ ხელმომწერ მხარეს შეუძლია მოსთხოვოს მეორე ხელმომწერი მხარის ყოველ დასახელებულ საწარმოს დადასტურება იმისა, რომ იგი აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომლებსაც პირველი ხელმომწერი მხარის კანონები და სხვა მითითებები შეიცავენ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის წარმოების თაობაზე.
(4) პირველიდან მესამემდე პუნქტების შესაბამისად, ერთ ხელმომწერ მხარეს შეუძლია მის მიერ დასახელებული ერთი საწარმო რომელიმე სხვა საწარმოთი შეცვალოს, ახლად დასახელებულ საწარმოს იგივე უფლებები და მოვალეობები გააჩნია, რაც მის წინამორბედ საწარმოს ჰქონდ