(1) წინამდებარე შეთანხმების მიხედვით, სანამ მის ტექსტში რაიმე შეიცვლება, ნიშნავს:
(ა) შეთანხმება სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის შესახებ _ 1944 წლის 7 დეკემბრის ჩიკაგოში ხელმოსაწერად წარდგენილ შეთანხმებებს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის შესახებ, მისი 90-ე მუხლით მიღებული დანართებისა და სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებით 90-ე და 94-ე მუხლებით მიღებული დანართებისა და სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებით, 90-ე და 94-ე მუხლების მიხედვით მიღებული დანართი ყველა ცვლილების ჩათვლით, თუ ეს დანართები და ცვლილებანი ძალაში შევიდა ორივე მხარისათვის, ანდა რატიფიცირებული იქნა მათ მიერ;
ბ) საჰაერო - სატრანსპორტო უწყება _ საქართველოს რესპუბლიკისათვის საქართველოს რესპუბლიკის საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისათვის _ ტრანსპორტის ფედერალურ მინისტრს, ან, ორივე შემთხვევაში, ყოველ სხვა პირს ან ორგანიზაციას, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს უწყებათა კომპეტენციაში შემავალი ეს მოვალეობა;
გ) „დასახელებული საჰაერო-სატრანსპორტო საწარმო“ _ ყოველ საჰაერო-სატრანსპორტო საწარმოს, რომელიც ერთმა ხელმომწერმა მხარემ წერილობით დაუსახელა მეორე ხელმომწერ მხარეს მე-3 მუხლის მიხედვით, როგორც საჰაერო-სატრანსპორტო საწარმო, რომელმაც საერთაშორისო ავიასამარშრუტო მიმოსვლა უნდა აწარმოოს მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დადგენილ ხაზებზე.
(2) ამ შეთანხმების გამოყენებისას ცნებებს „ტერიტორია“, „საჰაერო სამარშრუტო მიმოსვლა“, „საერთაშორისო ავიასამარშრუტო მიმოსვლა“ და „არასარეწაო დაჯდომა“, სამოქალაქო მიმოსვლის შესახებ არსებული შეთანხმების მე-2 და 96-ე მუხლებით დადგენილი მნიშვნელობა აქვთ.
(3) ცნება „ტარიფი“ ნიშნავს იმ ფასს, რომელიც მგზავრების ან ტვირთის (ფოსტის გარდა) საერთაშორისო გადაზიდვებისათვის (იგულისხმება გადაზიდვა ორ ან სამ სახელმწიფო პუნქტს შორის) იქმნება და მოიცავს;
(ა) ყოველ სატრანზიტო ტარიფს ან თანხას, რომელიც ერთი საერთაშორისო გადაზიდვისათვის გამოიანგარიშება, თუ იგი ასეთად იქნა გამოცხადებული და გაყიდული იმ სატრანსპორტო ტარიფების ჩათვლით, რომლებიც სხვა ტარიფების ან საერთაშორისო მარშრუტების შემადგენელი ქვეყნის შიდა მარშრუტების მონაკვეთებზე გადაზიდვისას მოქმედი შემაერთებელი ტარიფების ბაზაზე იქმნება;
ბ) საკომისიო თანხას, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს მგზავრობის, გადაყვანის და მათი ბარგის გადასაზიდი ბილეთების გაყიდვისათვის ან ტვირთის გადაზიდვისათვის საჭირო შესაბამისი ღონისძიებებისათვის;
გ) პირობებს, რომელთა მიხედვითაც ხდება ტარიფის, გადაზიდვის ფასის ან საკომისიო თანხის გადახდა;
იგი მოიცავს აგრეთვე:
დ) ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელიც გადაზიდვასთან კავშირში ხორციელდება;
ე) ყოველ ტარიფს, საერთაშორისო გადაზიდვაზე დამატებით გაყიდული გადაზიდვისათვის ქვეყნის შიდა მარშრუტების იმ მონაკვეთზე, რომელიც არ გამოიყენება შიდა ფრენებისათვის და რომელიც არ შეიძლება თანაბარი პირობებით მიეცეს საერთაშორისო გადაზიდვის ყოველ მწარმოებელსა და მისი მომსახურებით მოსარგებლე