(1) იმ შემთხვევაში, თუ არ ხორციელდება ამ შეთანხმების განმარტების ან გამოყენების თაობაზე წარმოშობილი დაცვის მე-15 მუხლით მოგვარება, მაშინ იგი ერთი ხელმომწერი მხარის სურვილით საარბიტრაჟო სასამართლოს გადაეცემა.
(2) საარბიტრაჟო სასამართლო ცალკე იქმნება ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის. ყოველი ხელმომწერი მხარე ნიშნავს თითო წევრს, ეს ორივე წევრი ურთიერთშეთანმხების საფუძველზე თავმჯდომარეობას სთხოვს მესამე სახელმწიფოს მოქალაქეს, რომელსაც ორივე ხელმომწერ მხარეთა მთავრობები ნიშნავენ. წევრები ინიშნებიან ორი თვის ვადაში, თავმჯდომარე კი სამი თვის ვადაში იმ დღიდან, როცა ერთმა ხელმომწერმა მხარემ მეორე ხელმომწერ მხარეს შეატყობინა, რომ სურს დავის თაობაზე საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართოს.
(3) თუ დაცული არ იქნა მე–2 პუნქტში მითითებული ვადა, რაიმე სხვა შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში ყოველი ხელმომწერი მხარე სთხოვს საერთაშორისო სამოქალაქო ავიამიმოსვლის ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტს, რათა მან განახორციელოს საჭირო დანიშვნები. თუ პრეზიდენტი ერთ-ერთი ხელმომწერი მხარის მოქალაქეა, ან თუ მისი რაიმე სხვა გარემოება უშლის ხელს, მაშინ დანიშვნებს მისი მოადგილე, ვიცე-პრეზიდენტი ახორციელებს.
(4) საარბიტრაჟო სასამართლო თავის გადაწყვეტილებებს ხმათა უმრავლესობით იღებს, მისი გადაწყვეტილებანი სავალდებულოა ორივე მხარისათვის. ყოველი ხელმომწერი მხარე თვითონ იხდის თავისი წევრისა და საარბიტრაჟო სასამართლოში თავისი ინტერესების დამცველის ხარჯებს, თავმჯდომარის გასამრჯელოსა და სხვა ხარჯებს თანაბრად ინაწილებენ ხელმომწერი მხარეები. ჩვეულებრივ, საარბიტრაჟო სასამართლო თვითონ განსაზღვრავს თავის პროცედურა