ერთ ხელმომწერ მხარეს ყოველ დროს შეუძლია შეატყობინოს მეორე ხელმომწერ მხარეს ამ შეთანხმების მოქმედების დასრულების შესახებ. იმავე დროს ცნობა დენონსირების შესახებ ეგზავნება სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის საერთაშორისო ორგანიზაციას. ასეთ შემთხვევაში. შეთანხმება ძალას კარგავს მეორე ხელმომწერი მხარის მიერ ცნობის მიღებიდან თორმეტი თვის შემდეგ, თუ ამ ვადის გასვლამდე მორიგების საფუძველზე არ განხორციელდა დენონსირების გაუქმება. თუ მეორე მხარემ არ დაადასტურა შეტყობინების მიღება, მაშინ საწყის დღედ ითვლება მეთოთხმეტე დღე სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შეტყობინების მიღებიდან.
შესრულებულია ქ. ბონში, 1993 წლის 25 ივნისს, ორ ეგზემპლარად, თითოეული გერმანულ, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან. ყოველ ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. გერმანული და ქართული ტექსტების განსხვავებული განმარტებისას სახელმძღვანელო ტექსტი ინგლისურია.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილი