1. საზღვაო ან საჰაერო ხომალდის ოპერატორმა, რომელიც შემოდის ევროკავშირის საბაჟოს ტერიტორიაზე, შემოსვლის პირველ საბაჟო გამშვებ პუნქტს უნდა შეატყობინოს მისი შემოსვლა სატრანსპორტო საშუალების შემოსვლისთანავე.
როცა ინფორმაცია საზღვაო ან საჰაერო ხომალდის შემოსვლის შესახებ ხელმისაწვდომია საბაჟო ორგანოებისთვის, მათ შესაძლოა უარი თქვან პირველ აბზაცში მითითებულ შეტყობინებაზე.
2. საბაჟო ორგანომ შეიძლება დაუშვას, რომ პორტის ან აეროპორტის სისტემა ან ინფორმაციის სხვა ხელმისაწვდომი მეთოდები გამოიყენებოდეს სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის შესატყობინებლა