1. 127 – 130-ე და 133-ე მუხლები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონლის შემოტანა ხდება ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ამ ტერიტორიის საზღვაო ან საჰაერო გზით დროებითი დატოვებისა და პირდაპირი მარშრუტით, გაუჩერებლად გადატანის შემდეგ ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის გარეთ.
2. 127 – 130-ე და 133-ე მუხლები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონელი, რომლის როგორც ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლის საბაჟო სტატუსიც საჭიროებს დამტკიცებას 153(2)-ე მუხლის თანახმად, შემოიტანება ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ამ ტერიტორიის საზღვაო ან საჰაერო გზით დროებითი დატოვების შემდეგ, და რომელიც პირდაპირი მარშრუტით გაუჩერებლად იქნა გადატანილი ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე.
3. 127 – 130-ე და 133-ე, 139-ე და 140-ე მუხლები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონელი, რომელიც გადაადგილდება საბაჟო სტატუსის შეუცვლელად 155(2)-ე მუხლის შესაბამისად, შემოიტანება ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ამ ტერიტორიის საზღვაო ან საჰაერო გზით დროებითი დატოვებისა და პირდაპირი მარშრუტით, გაუჩერებლად გადატანის შემდეგ ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის გარეთ.