განმახორციელელებელი აქტების საშუალებით, კომისიამ უნდა განსაზღვროს:
(a) პროცედურული ნორმები 127-ე მუხლში მითითებული საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციის წარსარდგენად;
(b) პროცედურული ნორმები და 127(6)-ე მუხლში მითითებული სხვა პირების მიერ საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციის მონაცემების მიწოდება;
(c) განსახორციელებელი რისკის ანალიზისა და 128-ე მუხლის შესაბამისად საჭირო ღონისძიებების გატარების ვადები;
(d) პროცედურული ნორმები საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციაში შესწორებების შესატანად 129(1)-ე მუხლის შესაბამისად;
(e) პროცედურული ნორმები საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციის ბათილად ცნობისთვის, 129(2)-ე მუხლის შესაბამისად, საქონლის შემოტანის სწორად მართვის გათვალისწინებით.
განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლში მითითებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.
საქონლის ჩამოსვლა
სექცია 1
ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტა